არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ან პარლამენტმა უნდა მიუთითოს პრემიერს, ჰყავდეს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენელი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არ მგონია, თუნდაც პრეზიდენტმა ან პარლამენტმა უნდა მიუთითოს პრემიერს, ჰყავდეს თუ არა მას რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმოდგენელი”, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, რუსეთთან დიალოგის კარის დახურვა, მარტო იმის გამო რომ ჩვენ არ მოგვწონს ის განცხადებები, რომელსაც ისინი აკეთებენენ, სწორი არ არის.

“თუ არ იქნება აბაშიძე-კარასინი, უნდა იყოს სხვა ფორმატი, რადგან დიალოგი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ეს არ ნიშნავს ჩვენს მიერ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც არის ოკუპანტი და აქვს საოკუპაციო რეჟიმი ჩვენთან”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულად გრიგორი კარასინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში, ყოველთვის განაგებდა იმ საკითხებს, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ახლა დაევალა.

“იმ ტიპის დავალებები, რომლებიც სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მიიღო მან ახლა, ადრეც აქვს შესრულებული და ჩვენ ამ კუთხით და ამ ემოციებით არ უნდა ვუყურებდეთ დიალოგს. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მას უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი მოლაპარაკებაში, მე არ მგონია, რომ ვინმემ, თუნდაც პრეზიდენტმა ან პარლამენტმა უნდა მიუთითოს მას რომ არ უნდა ჰყავდეს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Visited 131 times, 1 visit(s) today