ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენ თანამოქალაქეების მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა რომ შევძლოთ, მაქსიმალური სოლიდარობა გვჭირდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, იყო გადაწყვეტილების მიღების მონაწილე, როცა განიხილებოდა სოლიდარობის კამპანიის დაწყება, რომელიც სრულად მხარდაჭერილია პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გაზიარებული პარლამენტის წევრების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, „ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირების მიერ”.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნული განცხადება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, ეს არის საყოველთაო სოლიდარობის ღონისძიებების დაწყების ნიშანი. ჩვენი სოლიდარობით, ჩვენი ერთიანობით უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც ახალი ინფექციის გავრცელების რისკმა შექმნა. ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენ თანამოქალაქეების მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა რომ შევძლოთ, მაქსიმალური სოლიდარობა გვჭირდება. ვისაც აქვს შესაძლებლობა, მან უნდა გაიღოს და ის ინიციატივა, რომელიც „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის მიერ არის წამოწყებული, ვფიქრობ, რომ იქნება მაგალითი როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Visited 58 times, 1 visit(s) today