ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები”და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20/03/2017

ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები”და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტის ’’არა, ოჯახში ძალადობას!“ ეფექტურად განხორციელების მიზნით. მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა და ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები” -ს პრეზიდენტმა, ალლა ბეჟენცევამ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა გარკვეული ვალდებულებები აიღეს. კერძოდ, ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ პროექტის მიზნისა და პირობების გაუმჯობესებას, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას.
პროექტი ,,არა, ოჯახში ძალადობას!“ ევროკავშირის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება.
პროექტის ,,არა, ოჯახში ძალადობას!“ ძირითადი მიზანია – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება ეფექტური ზომებით, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. უზრუნველყოს, პირდაპირი დაცვა და დახმარება, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ბავშვების.
,,დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ემსახურება ხელი შეუწყოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,არა, ოჯახში ძალადობას!“ ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, მრავლად არსებობს ფაქტები ოჯახური ძალადობის შესახებ, ხშირად ხდება ქალთა და მოზარდთა დისკრიმინაცია, სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, ხელი შევუწყოთ მსგავი შემთხვევების პრევენციას. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, მემორანდუმის ფარგლებში, აიღო ვალდებულება გამოყოს ფართი, სადაც მოეწყობა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი და ასევე ხელი შეუწყოს პროექტის განვითარებასა და მდგრადობას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0