ასპინძაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

07/04/2017

დაბა ასპინძაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. მიმდინარეობს დეკორატიული ღობეების მოწყობა ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ვარძიის ქუჩიდან ხვილიშის ეკლესიამდე. რეაბილიტაცია უტარდება ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 290 390 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0