ასპინძა-ჭობარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27/06/2017

აქტიურად მიმდინარეობს ასპინძა-ჭობარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში.

მიმდინარე წელს ასფალტის საფარი აქ 3 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე მოეწყობა, რითაც დასრულდება გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სოფლების – ჭობარეთის, ზველის, ორგორისა და სახუდაბელის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარი აქ პირველად დაიგო და აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ.

სამშენებლო სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 494 543 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0