ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია განახლდა

13/04/2017

ასპინძის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტბეტონის საფარი პირველად იგება სოფლების ორგორისა და სახუდაბელის გზის 3200 მეტრიან მონაკვეთზე.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდებიდან ფინანსდება. მისი პირველი ეტაპი 2015 წელს ზველი-ჭობარეთის გზის რეაბილიტაციით დაიწყო და მიმდინარე 2017 წელს მთლიანად დასრულდება. შედეგად 2 371 873 ლარის ღირებულების 12, 5 კმ სიგრძის საგზაო ინფარსტრუქტურა მოწესრიგდება. მიმდებარე ოთხი სოფლის 1500-მდე მაცხოვრებელი კი კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით შეძლებს მხარისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია რომ, აღნიშნული გზა სოფელ მუსხის გავლით ქალაქ ახალციხესთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზაცაა.
სამუშაოების მიმდინარეობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან ერთად გაეცნო. მხარის გუბერნატორის განმარტებით პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც აქ მაცხოვრებლების სოციალური და ეკონომიკური მდგომერეობის გასაუმჯობესებლად, ასევე მისი განხორციელება ხელს შეუწყობს მაღალმთიანი სოფლებიდან მიგრაციული პროცესების შეჩერებასაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0