ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებები ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებები ჩატარდა სოფლებში: ნაქალაქევში, მირაშხანში, თმოგვში, ფიაში, ტოლოშში,აწყვიტაში, ხერთვისში, გელსუნდაში, საროში, ნიჯგორში, თოკში და ვარგავში, ხოლო კონსულტაციები გაიმართა სოფელ ხიზაბავრაში და სოფელ დამალაში. საერთო კრებებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით დასახლებებში შემდეგი პროექტები შეირჩა:
სოფელი ნაქალაქევი – გარე განათების რეაბილიტაცია.
სოფელი მირაშხანი – 1.მოსახლეობის თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია. 2. სასაფლაოს შემოღობვა.
სოფელი თმოგვი- სასაფლაოს შემოღობვა.
სოფელი ფია – მოსახლეობის თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია.
სოფელი ტოლოში – სოფელში არსებული ხევის რეაბილიტაცია.
სოფელი აწყვიტა- მოსახლეობის თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია.
სოფელი ხერთვისი- სასმელი წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
სოფელი გელსუნდა- საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია.
სოფელი ხიზაბავრა-გარე განათების მოწყობა.
სოფელი დამალა-კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
სოფელი სარო – სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
სოფელი ნიჯგორი- სასმელი წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია
სოფელი ვარგავი- სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
სოფელი თოკი – სასმელი წყლის სათავე ნაგებობების და შიდა ქსელის რეაბილიტაცია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

Visited 464 times, 1 visit(s) today