ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებები ჩატარდა

08/02/2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებები ჩატარდა სოფელ ივერიაში და სოფელ ოთაში. საერთო კრებებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ფართლაძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით დასახლებებში შემდეგი პროექტები შეირჩა:

სოფელი ივერია- სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
სოფელი ოთა- მოსახლეობის თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0