ატენის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უხვი ნალექის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა. შედეგად შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლა. ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. მამუკა საღარეიშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად განხორციელდა და ჩახერგილი გზა უკვე გახსნილია. ატენის ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოსა და სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკა მუშაობს, ამ ეტაპისთვის ძირითად მიმართულებებზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო გადაადგილება უკვე შესაძლებელია, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები კვლავ გრძელდება.

Visited 96 times, 1 visit(s) today