ატოცის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია ჭაბურღილის მშენებლობა, საქროლატოროს მოწყობა და არსებულ ქსელთან დაერთება. სამუშაოები 2 თვეში დასრულდება, რომლის შედეგადაც 250 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. გუბერნატორი და მინისტრი სოფელ ატოცის საჯარო სკოლასაც ესტუმრნენ და პედაგოგებს შეხვდნენ. ასევე, მინისტრის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადაეცა.

Visited 108 times, 1 visit(s) today