ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 88 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტით, მაქსიმალური 7.730 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.623 პროცენტით განისაზღვრა.
Visited 188 times, 1 visit(s) today