აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 22 ნეშტი ამოცნობილია

23/04/2018

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ და ნეშტების გადაცემის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 25 აპრილს 19:00 საათიდან, 26 აპრილს კი 12:00-15:00 საათამდე გაიმართება. 26 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0