აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას გურიის გუბერნატორმა პატივი მიაგო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, გუბერნატორის მოადგილეებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 20 ოზურგეთელი სამხედრო მოსამსახურე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ლიხაურში მამუკა ცეცხლაძისა და გოჩა სალუქვაძის საფლავებზე იმყოფებოდნენ. „ დღეს გავიხსნეთ გმირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ემსხვერპლნენ. მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს, ჩვენს საერთო მომავალს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ომში დაღუპულთა ოჯახებს,“ – განაცხადა არჩილ ყაზაიშვილმა. დაღუპული მეომრების ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფულადი თანხა გადაურიცხა.

Visited 177 times, 1 visit(s) today