აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საიუბილეო კონცერტი გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გამართა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლმა წარადგინა ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები. ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Visited 282 times, 1 visit(s) today