აფხაზეთში დაწყებული წვრთნები არის მზარდი მილიტარიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში, ასევე, ცხინვალის რეგიონში და ეს წვრთნებიც არის ამის ერთ-ერთი გამოხატულება“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნების დაწყებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კუთხით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა.

„გაგრძელდება კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემები, რაც დაკავშირებულია მილიტარიზაციასთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 62 times, 1 visit(s) today