აფხაზეთში მცხოვრებ დევნილებს, თუ ეთნიკურად აფხაზებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ გამყოფი ზოლის გადმოკვეთა და ბუნებრივია, საწყენია, რომ ეს ორმხრივი არაა

03/11/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ და მოადილე ნინო ვიბლიანმა გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთს უმაპინძლეს. შეხვედრის ძირითადი თემები ოკუპირებულ აფხაზეთსა და კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული მდგომარეობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და რეგიონში ტურიზმის განვითარება იყო. ჰუბერტ ქნირშთმა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები მოიწონა, რომლითაც აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს.

“აფხაზეთში მცხოვრებ დევნილებს, თუ ეთნიკურად აფხაზებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ გამყოფი ზოლის გადმოკვეთა და ბუნებრივია, საწყენია, რომ ეს ორმხრივი არაა. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, 2019 წელს გაიხსნება საზღვრისპირა სოფელ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო, რომელიც ნებისმიერი სირთულის პაციენტის მიღებას შეძლებს, ხოლო დევნილები ყველა პრივილეგიით ისარებლებენ, როგორც ეს სხვა სამედიცინო პუნქტებში ამ დრომდე ხორციელდება“ – განაცხადა ირაკლი ჯიქიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0