აფხანაურის სარწყავ სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 კმ-მდე მაგისტრალურ არხს, მოეწყო მილხიდები და წყალსარეგულაციო კვანძები. გაიწმინდა წყალმიმყვანი და გამანაწილებელი არხები ჯამში 3,2 კმ. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია სოფ. ფერსათისა და ვარციხის 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. 2012 წლიდან იმერეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13 765 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 4 450 ჰექტრამდეა გზარდილი.

Visited 161 times, 1 visit(s) today