აქსის თაუერსის სავაჭრო სივრცე გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო თბილისში, „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცის გახსნის ღონისძიებაში.

„მივესალმები ამ პროექტს, რომელიც, პრაქტიკულად, სრულ თანხვედრაშია მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებთან, მათ შორის არის ტურიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იქნება „პულმანის“ სასტუმრო და შეიქმნება ახალი ატრაქციები როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. როგორც ვიცით, აქ იქნება შესანიშნავი გასართობი ცენტრი, საერთო საზოგადოებრივი სივრცე და ისეთი ჰიპერმარკეტი, როგორიც „აგროჰაბია.“ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს არამარტო თბილისის იერსახის და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, არამედ ეხმარება მთლიანად ჩვენს ეკონომიკას. ასეთი პროექტები გვჭირდება ბევრად მეტი და მუდამ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი პროექტების ინიციატორები და ორგანიზატორები იქნებიან მომავალში“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Visited 105 times, 1 visit(s) today