აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესი.

28/05/2020

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება – ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესი. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 129 650 ლარს შეადგენს. ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარეობს ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები, ასევე წესრიგდება აკვაპარკის ტერიტორია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0