აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

27/01/2018

პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის გარე ფასადი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა და იატაკი,მოეწყო წყლის სისტემა, ელექტო გაყვანილობა,შეიღება ჭერი და კედლები, მოეწყო უმაღლესი ხარისხის საკანალიზაციო სისტემა, ხოლო საპირფარეშოები მოპირკეთდა და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ მის მოადგილეებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბავშვებისათვის გარემო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0