აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის გენერალური პროექტირების სამუშაოები

12/06/2018

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული სახის პრობლემები შექმნა ქალაქის რამდენიმე უბანში. შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე პირადად გაეცნო ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქალაქის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან ერთად.
ქალაქში ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია. შეგახსენებთ, რომ რუსთავში 2 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და თემასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.
ჯგუფის წევრებმა სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა და მსგავსი შემთხვევის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძებები განიხილეს. აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის გენერალური პროექტირების სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0