„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება, – განკარგულებას, კომპანია „ვუდმასტერისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
კომპანია ორი წლის ვადაში შექმნის ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების საწარმოს, შექმნას, 1 მილიონ 793 ათასი ლარის ინვესტიციას და 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად გრძელდება.
„ინტერესი დღესაც მაღალია და ამ პროგრამის შედეგები თანდათან დადგება. დღეს უკვე არაერთი კომპანიაა გახსნილი, რომელმაც პროგრამაში წინა პერიოდში მიიღო მონაწილეობა. მომავალში ყოველდღიურად ვნახავთ ახალ კომპანიებს, რომლებიც იქნებიან როგორც „აწარმოე საქართველოს“ მონაწილეები, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული არაერთი პროგრამის ბენეფიციარები. კომპანიების შექმნის პროცესი გაგრძელდება, რაც სახელმწიფოს მხრიდან, ახალი კომპანიების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 135 times, 1 visit(s) today