აჭარას “ევრონიუსის” ჯგუფი სტუმრობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი ბათუმში ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნო. გადამღები ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ ბოტანიკურ ბაღშიც. დღესვე, ევრონიუსმა ინტერვიუ ჩაწერა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომელმაც რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. „ევრონიუსის“ ჯგუფი ბათუმში აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იმყოფება, რომლის თანახმადაც „ევრონიუსზე“ უკვე ერთი თვეა გადის ვიდეო რგოლები აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ. ამჯერად ჯგუფი დამატებითი სიუჟეტების მოსამზადებლად იმყოფება ბათუმში. ისინი ქალაქ ბათუმის შესახებ ისაუბრებენ გადაცემა „მეტროპოლიტენში“, ხოლო ცალკე სიუჟეტს მიუძღვნიან „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს“. „ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი აჭარას 28 ივლისს დატოვებს.

Visited 201 times, 1 visit(s) today