აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ სატეხიის მოსახლეობას შეხვდა

21/07/2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ხელვაჩაურის სოფელ სატეხიის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
რამდენიმე დღის წინ აქ შეკრებილი ხალხი დაზიანებული სოფლის გზის მოწესრიგებას ითხოვდა, დღეს ეს გზა უკვე აღდგენილია. სოფელ სატეხიის მკვიდრთა მთავარი მოთხოვნა გაზიფიცირების მიმართულებით მხარდაჭერა იყო. რეგიონის ხელმძღვანელი ინდივიდუალურად გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები. მთავრობის კუთხით ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული, რათა ერთგვარი მედიატორის როლი განახორციელოს ადგილობრივ გამგეობასა და ბუნებრივი აირის კომპანიას შორის.

“დავდივართ კარდაკარ და ხალხში, რომ ვნახოთ და აღვრიცხოთ რა საკითხები აწუხებს მოსახლეობას. თქვენთან გვერდში დგომით, თქვენთან ერთად უნდა მოვაგვაროთ ყველა გადასაჭრელი საკითხი, მაგრამ მოგვეცით იმის საშუალება, რომ არსებული ვითარებიდან ვიპოვოთ გამოსავალი; არსებული შესაძლებლობებიდან მაქსიმალურად წავწიოთ საქმე წინ’’ – განაცხადა შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრამ უშუალო და თბილ ვითარებაში ჩაიარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0