“აჭარის ტელევიზიის” ოპერატორმა თავი მოიკლა

12/04/2016

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორმა თემურ სურმანიძემ თავი მოიკლა.
როგორც prof-news-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, უბედური შემთხევვა გამთენიისას მოხდა.
თემურ სურმანიძე ტელევიზიაში 1992 წლიდან მუშაობდა. იყო გადაცემა ”სახლი ბათუმში” რეჟისორი, ასევე შემოქმედებითი და დარგობრივი გადაცემების ოპერატორი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საინფორმაციო სამსახურში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0