ახალსოფელში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

19/04/2017

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სახალხო დღესასწაული “სამებობა” ტრადიციული ქართული ჭიდაობის ტურნირით აღინიშნა. ღონისძიება სპორტული კლუბის – „ბლექ თაიგერის“ (Black Tiger) საქართველოს ძიუდოს ფედერაციის და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით განხორციელდა. შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა, საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში გამართულ სპორტულ ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ილია მზექალაშვილთან ერთად დაესწრნენ. “სამებობის” დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერი ბიზნესმენი დავით ხახუტაშვილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0