„ახალქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ჯავახეთში „ახალქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა ჯავახეთის მოსახლეობას „ახალქალაქობა“ მიულოცა. ღონისძიებას გუბერნატორთან ერთად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ახალქალაქელებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს.
„ახალქალაქობა 2018“ ახალქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი და კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, ასევე ფოლკლორული კონცერტი. სახალხო დღესასწაული ფერების ფესტივალით დასრულდა.

Visited 406 times, 1 visit(s) today