“ახალციხელობა 2019” გაიმართა

01/07/2019

შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ახალციხის ციხეზე, არაერთი ღონისძიება გაიმართა. ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე, ქართველი და უცხოელი ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობებს გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წერმომადგენლებმა, დაათვალიერეს გამოფენებზე წარმოდგენილი ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები.
შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საგამოფენო სივრცეებში სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. მოეწყო სპორტული ღონისძიებები გეზრბენი, შოთა რუსთაველის ძეგლიდან ახალციხის ციხემდე. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები ტრადიციულად სერთიფიკატებითა და და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალში საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან ჩამოსული ხელოვანები და რეწვის ოსტატები მონაწილეობენ. წარმოდგენილია 150 რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილეა- საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.
დღესვე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სტიპენდიას ტრადიციულად ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები მერიის სტიპენდიით დაჯილდოვდნენ
აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, 2019 წელს ახალციხის საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ: მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერგი ნეკრესელი, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი, პედაგოგი და ახალციხეში პირველი დამოუკიდებელი ქართულენოვანი გაზეთის დამაარსებელი იზოლდა წიქარიშვილი და ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ კარაპეტიანიახალციხელობის დღესასწაულის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა გაწეული საქმიანობისათვის სიგელები გადასცა მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელს ზაზა თამარაშვილს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორს მარინა მერაბიშვილს.
სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილს, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო მარინა მერაბიშვილს მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა მომავალში. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0