ახალციხესა და აპინძაში ახალი რეფერალური ჰოსპიტალები გაიხსნა

30/11/2016

სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი რეფერალური ჰოსპიტლები გახსნა. ახალციხის და ასპინძის მოსახლეობას საშუალება ექნება რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა სახის სამედიცინო დახმარება.სამედიცინო ცენტრები მომხმარებელს ახალი ინფრასტრუქტურით, განახლებული სამედიცინო ინვენტარითა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებით მოემსახურება. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი, რეგიონის ყველაზე დიდი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია და მოსახლეობას, როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ, პედიატრიულ და გინეკოლოგიურ სერვისებს შესთავაზებს. ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი, სადაც ყოველწლიურად სამედიცინო მომსახურებას 38 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს. ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კორპორაციამ რეგიონში არსებული მცირე ზომის კლინიკების რეაბილიტაციაც დაასრულა. განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი აპინძის (5 საწოლფონდი) სამედიცინო ცენტრი ადგილობრივებს ყველა სახის ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად, სტაციონალური სერვისის მაღალ სპექტრს მიაწვდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0