ახალციხეში ახალმა საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება დაიწყეს

01/09/2017

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში, პამაჯში, ანდრიაწმინდაში და წყალთბილაში რეაბილიტირებულმა საბავშვო ბაღებმა დღეიდან ფუნქციონირება დაიწყეს. შენობებს სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. პამაჯისა და საძელის საბავშვო ბაღები კი ალტერნატიული მოდელიდან ტიპიურად გადაკეთდნენ. 2014 წლიდან დღემდე , ახალციხის მუნიციპალიტეტში 9 ახალი საბავშვო ბაღი (ვალის ე. წ. მეორე შახტის, წნისის, მინაძის, ურავლის, საძელის, წყალთბილის, ფერსის, წინუბნის, ანდრიაწმინდის) გაიხსნა. ამ ეტაპზე, თემში 16 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც სკოლაში მისვლამდე საჭირო უნარ-ჩვევებს 784 აღსაზრდელი ეუფლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0