ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დიალეზისა და ქიმოითერაპიის კაბინეტები გაიხსნა. კლინიკაში უახლესი აპარატურა დამონტაჟდა, რისი საშუალებითაც თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს ადგილზე შეეძლებათ მკუნალობა. პროცედურა იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადებების ბოლო სტადია აქვთ. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალს ერთდროულად 12 პაციენტის მიღება შეეძლება. დღესვე გაიხსნა ქიმიოთერაპიის კაბინეტიც, სადაც ონკოლოგიური პაციენტები ქიმიოთერქპიის პროცედურებს ჩაიტარებენ.
ახალციხეში დიალეზისა და ქიმოითერაპიის კაბინეტები გაიხსნა
14/12/2017