ახალციხეში, სკვერებსა და რეკრეაციულ ზონებში გამწვანების ღონისძიებები აქტიურად გრძელდება

08/09/2022

ახალციხეში, სკვერებსა და რეკრეაციულ ზონებში გამწვანების ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ არსებულ სკვერში სხვადასხვა ჯიშის (ტუია სმარაგდა, ლუგუსტრუმი, ხამეციპარისი, ოსმანთუსი, ღვია, ეონიმუსი, ეონიმუსი ბრავო, ფშატი, ფოტინია) მწვანე ნარგავები დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და მერის მოადგილეებმა ვაჟა გაჩეჩილაძემ და რუბენ კარაპეტიანმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და რეკრეაციულ ზონებში გამწვანების ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება. ნარგავების მოვლა-პატრონობას კი ა(ა)იპ ახალციხის „სერვის ჯგუფის“ თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0