ახალციხეში ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ახალციხეში ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად, საზეიმო მსვლელობა თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყეს და ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს. ტრადიციულად მეალილოებს ადგილობრივები ტკბილეულითა და საახალწლო ნობათით უმასპინძლდებიან. ალილოს ქალაქის ცენტრალურ პარკში შეუერთდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, რომლებმაც მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს. შემოწირული ტკბილეული და საჩუქრები შეჭირვებულ ოჯახებსა და ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს გადაეცემა. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, იგი ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შობის დღესასწაულზე იმართება

Visited 145 times, 1 visit(s) today