ახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა. ამჟამად, საფუძვლის მოწყობის სამუშაოები და მზადება ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია.

Visited 107 times, 1 visit(s) today