ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასველელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

16/08/2017

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასველელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, გზაზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა.
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 1,35 კმ. სიგრძის გზაზე მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 379 999 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0