კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და თავისი პროგრამული ხედვა გააცნო

23/09/2017

ეკოლოგიური პოლიტიკის წარდგენის შემდეგ, კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და თავისი პროგრამული ხედვა გააცნო. მერობის კანდიდატმა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებებს სამი მიმართულებით გეგმავს: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.
კახა კალაძე საბურთალოს ამომრჩევლებს სხვა პროგრამულ საკითხებზეც ესაუბრა და მათ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები დავით უთმელიძე და ვატო შაქარიშვილი წარუდგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0