ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს ბორჯომში კიდევ ერთი ბაღი შეემატა

15/11/2017

ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს დღეს კიდევ ერთი ბაღი შეემატა. სრულად გარემონტებული და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი №1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დღეს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, ახლადარჩეულმა მერმა ლევან ლიპარტიამ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს. შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა, შეიღება შენობის გარე-ფასადი, სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით, სამზარეულო ტექნიკით, ასევე სპეციალური გაზ-ქურებით, ოთახები განახლდა ასევე ავეჯით და ყველა საჭირო ინვენტარით. განახლებული საბავშვო ბაღი შემდეგი კვირიდან 230-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. აღნიშნული სკოოლამდელი აღზრდის დაწესებულება რიგით მე-6 რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარემონტდა. წლის ბოლომდე კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი- დაბა წაღვერისა და სოფელ ტაძრისის განახლებული შენობები შეემატება.
№1 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ოთახების ავეჯითა და ინვენტარით მომარაგებისათვის ჯამურად 165 300 ლარი გაიხარჯა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0