ახლო-ლალოში სასმელი წყლის შიდა დაქსელვა მიმდინარეობს

16/05/2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამია-გეურახის ადმინისიტრაციული ერთეულის სოფელ ახლო-ლალოში სასმელი წყლის შიდა დაქსელვის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე არ არსებობდა ცენტრალიზირებული სასმელი წყლის ქსელი.
დასაწყისისთვის, პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში 7851 მ-იანი სიგრძის ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა, ხოლო შემდგომ აღნიშნულ მაგისტრალზე ოჯახების ინდივიდუალური დაერთება მოხდება. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 7 ადგილობრივი ადამიანი.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 4 მაისს დაიწყო და მიმდინარე წლის 12 აგვისტომდე დასრულდება. აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის თანადაფინანსების 5% მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულება 134 987 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0