ახმეტაში სახალხო დღესასწაული ბიძინაობა გაიმართა

02/10/2017

ქალაქ ახმეტაში სახალხო დღესასწაული ბიძინაობა გაიმართა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ახმეტაში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიებები.
ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოეწყო სპეციალური კუთხეები. გაიმართა შემეცნებითი – გასართობი ღონისძიებები. მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული ყველისა და თაფლის ნაირსახეობის გამოფენა.
სახალხო ზეიმზე ახმეტის კულტურის სახლში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.
ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ლატვიელი სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0