ახმეტა-ბაწარას ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა – ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის (დუისი-ჯიბახევის) 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. დუისი-ჯიბახევის მონაკვეთი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, დუისიდან ბაწარას ეროვნულ ნაკრძალამდე. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ძირითადად, დასახლებულ პუნქტებზე გადის.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე, 2.3 კმ-იან მონაკვეთზე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

Visited 27 times, 1 visit(s) today