ახმეტელის მეტროსთან ავტომანქანას ხე დაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისში, ახმეტელის მეტროსთან ავტომანქანას ხე დაეცა. როგორც prof-news-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ხე ძლიერმა ქარმა წააქცია და იქვე მდგარ ავტომანქანას დაეცა. ხის წაქცევის შედეგად ასევე გზის სავალი ნაწილიც დაიკეტა, რის გამოც ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სააგენტოს თანამშრომლებმა ხე დაამუშავეს და გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია. ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ამ ეტაპზე თავისუფლადაა შესაძლებელი.

Visited 254 times, 1 visit(s) today