ახმეტის გამგებელმა მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

09/05/2016

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ ვეტერანს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამ დღისთვის 600 ლარი გადაეცათ, ასევე გადაეცათ მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხა 200 ლარის ოდენობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0