ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში; ალავერდში, ზემო ალვანში, ქვემო ალვანსა და ბაბანეურში, მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა.
მოსახლეობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის საჭიროებებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს თუ რაში დაიხარჯება სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.
საერთო კრებებს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლაშა ხაჭაპუირძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონალუირ სამმართველოს უფროსი ზურაბ წიგნაძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ბაღაკაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

მომდევნო შეხვედრები 11 თებერვალს ჩატარდება;
11:00 – მაღრაანში;
13:00 -არგოხი;
15:00 – ფიჩხოვანი;

Visited 209 times, 1 visit(s) today