ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

01/11/2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა ამომრჩევლებს მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. გამგებელმა საზოგადოებას განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში პარტია ,,ქართულ ოცნებას,, მადლობა გადაუხადა მისი კანდიდატის წარდგენისთვის, ამომრჩევლებს ნდობისა და მხარდაჭერისათვის, ხოლო თანამშრომლებს სასიკეთო საქმეების განსახორციელებლად გაწეული მუშაობისთვის. ,,მადლობას მოგიხდით ნდობისა და მხარდაჭერისთვის,ვამაყობ იმით,რომ თქვენთან ერთად ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთე. მე შემდგომშიც ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ ჩემს მხარეს და ჩემს ქვეყანას და ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები ყველა კეთილ საქმეში,რომელიც განხორციელდება მუნიციპალიტეტში’’- თქვა ბექა ბაიდაურმა, რომელიც ოთხი წელიწადი ახმეტის მუნიციპალიტეტის პირველი არჩეული გამგებელი იყო. გამგებელმა ახალარჩეულ მერსა და საკრებულოს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი მეტად ბევრი და სასიკეთო საქმე გაკეთდება მუნიციპალიტეტში, და ამას თითოეული მოქალაქე ნათლად იგრძნობს. ანგარიშის წარდგენა ახმეტის კულტურის სახლში გაიმართა, მას ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი იოსებ ქარუმაშვილი და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0