ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

18/02/2024

ახმეტის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.
კრებას,რომელიც სოფელ კასრისწყალში ჩატარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილევანო ნასყიდაშვილი, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი ბადრი ფილაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, პრიორიტეტულ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0