ბადრი ლიპარტელიანი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

13/11/2017

დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახალი მერი ბადრი ლიპარტელიანი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი იყო და არჩევნები სხვა დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით დიდი უპირატესობით მოიგო (ცესკოს მონაცემებით, ხმების 75%-ი მიიღო).
ბადრი ლიპარტელიანი პროფესიით ექიმი გახლავთ და ის 2002 წლიდან დღემდე შ.პ.ს ლენტეხის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრ ,,ლენტეხის’’ მთავარ ექიმად მუშაობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0