ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

19/04/2019

ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს (CCM) პირველი სხდომა დღეს გაიმართა. CCM წარმოადგენს პოლიტიკურ და პროგრამულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების მულტისექტორალურ პლატფორმას, რომლის ძირითად მიზანსაც ბავშვთა კეთილდღეობის მიმართილებით მუშაობა წარმოადგენს. საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება ბავშვთა ალტერნატიული ზუნვის ხარისხის გაუმჯობესებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის პროექტი. მისი მიზანია საქათველოში მეტად მდგრადი ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის სისტემის განვითარების მხადაჭერა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მექანიზმის შემუშავების, მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების იდენტიფიცირებისა და ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის და დაცვის მექანიზმების გაზრდის გზით. პროექტი უზუნველყოფს სისტემური მიდგომის გაძლიერებას ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, საქათველოს მთავრობის უშუალო ჩართულობით.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი პროგრესი მოახდინა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. 2009-2013 წლებში საქართველოში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობისა და დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ წარმატებით დახურა თითქმის ყველა სახელმწიფო დიდი ზომის ინსტიტუცია. შეიქმნა ალტერნატიული მომსახურები – მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მინდობით აღზრდა.
მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წელს მიღებული „სოციალური მუშაობის შესახებ კანონი“, რომელიც ითვალისწინებს არსებული სისტემის დეცენტრალიზაციასა და ამის მეშვეობით არსებული რეაქტიული ბავშვთა დაცვის სისტემის ცვლას უფრო პრევენციულსა და პროაქტიურზე. შესაბამისად პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურის, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე გაძლიერებას, შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ინსტიტუციონალიზაციას.
საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო , ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი პრინციპები. ასევე მოხდა პროექტში ჩართული კომიტეტების და მისი წევრების წარდგენა.
საკოოდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტო, საქართველოს ომბუდსმენი, საქართველოს საპატრიარქო, მუსლიმთა კავშირი, WV, UNICEF, GCCY და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0