„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას ერთი მეხანძრე დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მეხანძრემ დაზიანება სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევის შედეგად მიიღო.
მეხანძრე მხრის არეშია დაშავებული. მას პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ადგილზე კიდევ ერთი მეხანძრე იმყოფებოდა, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე, სავაჭრო ცენტრში, სადაც ხანძრის კერები ჯერ კიდევ დარჩენილია, შესვლას ვეღარ ახერხებენ.

Visited 152 times, 1 visit(s) today