ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა მის დაბადებამდე იწყება

27/04/2017

ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა მის დაბადებამდე იწყება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში სწორ ორიენტაციას, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, 12 ქვეყნის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

“სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ბოლო რეკომენდაციების გაზიარება, რომელიც მიმართულია ორსულების და ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ”, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მასპინძლობს სამუშაო შეხვედრას დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხებზე. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები იმსჯელებენ ორსულთა ანტენატალური მოვლის განახლებულ, კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0