ბავშთა საერთაშორის დღე ხელვაჩაურში

01/06/2016

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. საბავშვო ბაღის აღსაზრდელების საზეიმო კონცერტი, გამოფენები, პერფორმასი, ასფალტის საფარის მოხატვა და ,,ნაყინის აქცია” – ეს იმ სიუპრიზების ნაწილის ჩამონათვალია რაც პატარებს ხელვაჩაურის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ღია ცის ქვეშ დახვდათ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მიულოცა.
ბავშთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს 12 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა. პატარებმა ასფალტის საფარი თავიანთი ფანტაზიის მიხედვით მოხატეს. ჭადრაკში ტურნირის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამოფენაზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ნახატები და ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი. საკონცერტო პროგრამის დასრულების შემდეგ კი ბავშვებს უფასოდ ნაყინი დაურიგდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0